15:28:17     26-11-2019
„ხელისუფლებები შეიცვლებიან არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს ხალხი და არა 1000 ან 1 500 ადამიანი“
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, ხელისუფლებას არჩევნების გზით ცვლის ხალხი და არა 1 500 ადამიანი, - ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ ხალხს უნდათ, რომ ფაქტიურად ჰქონდეთ უმცირესობის დიქტატურა, რაც არ გამოუვათ, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებები მოვლენ და შეიცვლებიან მხოლოდ არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს ხალხი და არა 1000 ან 1 500 ადამიანი“, - აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, ნინო წილოსანი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. გუშინ, 25 ნოემბერს ნინო წილოსანი მმართველმა გუნდმა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ ეს დაწინაურება არაა, მისი თქმით „მანქანა კაბინეტი და სხვა სიკეთეები“ მისთვის არასდროს ყოფილა უცხო და არც ახლა დაინტერესდება ამ ყველაფრით.
0